ახალი ამბები

უკრაინა, ალბათ, იმსახურებს – მიტროპოლიტი ზოსიმე უკრაინის ავტოკეფალიაზე

27 დეკემბერი, 2018 • 1743
უკრაინა, ალბათ, იმსახურებს – მიტროპოლიტი ზოსიმე უკრაინის ავტოკეფალიაზე

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე აცხადებს, რომ “უკრაინა, ალბათ, იმსახურებს” ავტოკეფალიას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

კითხვაზე, რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა საპატრიარქოში ამ საკითხთან დაკავშირებით, მიტროპოლიტი პასუხობს:

იმიტომ, რომ ჩვენი მდგომარეობა რთულია. ჩვენ მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს.”

დღეს, 27 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა იმართება. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სინოდის წევრებმა დღეს უნდა განიხილონ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას შეეხება. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი