ახალი ამბები

რუსეთმა გამოსცადა ზებგერითი სარაკეტო სისტემა “ავანგარდი”

26 დეკემბერი, 2018 • 1797
რუსეთმა გამოსცადა ზებგერითი სარაკეტო სისტემა “ავანგარდი”

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ  მომავალ წელს რუსეთი ზებგერითი სარაკეტო სისტემების განთავსებას დაიწყებს.

26 დეკემბერს რუსეთში დატესტეს ზებგერით სარაკეტო სისტემა “ავანგარდი”. იარაღი ურალის მთებში მდებარე დომბაროვკის ბაზიდან გაუშვეს  კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე სატესტო სამიზნის მიმართულებით, 6 000კმ-ის მოშორებით.

გამოცდას თვითონ რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა. მისი თქმით, რუსეთს ახლა უკვე აქვს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი.

პუტინმა თქვა, რომ ტესტირებამ “აბსოლუტური წარმატებით” ჩაიარა და იარაღს უწოდა “ბრწყინვალე საახალწლო საჩუქარი მთელი ერისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი