ახალი ამბები

ანონსი: 5 ივლისი

5 ივლისი, 2014 • • 1159
ანონსი: 5 ივლისი

12:00 „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ შეწყალების კომისიის საქმიანონობას ეხმაურება და კომისიის წევრებს საქმისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.

მისამართი – მარჯანიშვილის #16

13:00 საათზე,იუსტიციის სამინისტროში მიწის საბჭოს სხდომა გაიმართება,რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

მისამართი: გორგასლის 24ა,იუსტიციის სამინისტრო

14:00 ქართველ ნაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი“ ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით მივლენ ეკონომიკის სამინისტროდე, სადაც გამართავენ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას ქართული მიწა-წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების უცხოელებზე გაყიდვის შეწყვეტის მოთხოვნით.

16:00, თსუ პირველი კურპუსის სააქტო დარბაზში, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გამოსაშვები ცერემონია გაიმართება.

5 ივლისი
5 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი