ახალი ამბები

სოკარ ჯორჯიას გაზის ტარიფი 0.011-ით, “საქორგგაზის” კი – 0.012 თეთრით მცირდება

26 დეკემბერი, 2018 • 2729
სოკარ ჯორჯიას გაზის ტარიფი 0.011-ით, “საქორგგაზის” კი – 0.012 თეთრით მცირდება

“სოკარ გაზისა” და “საქორგგაზის” მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი ფაქტობრივად იგივე დარჩა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ მხარი დაუჭირა სემეკის ტარიფების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომლითაც სოკარ ჯორჯოა გაზის აბონენტებს ტარიფი დღგ-ის ჩათვლით 0.011 თეთრით უმცირდებათ.

ანუ დღეს არსებული სამომხმარებლო ტარიფია 56.940 თეთრი, ხოლო სოკარ ჯორჯია გაზის მომხმარებლები 2019 წელს 56. 929 თეთრს გადაიხდიან.

რაც შეეხება “საქორგგაზს”, აქაც მცირედით მცირდება გაზის ტარიფი. საქორგგაზის შემთხვევაში ტარიფის ცვლილება 0.012 თეთრია. მოქმედი ტარიფი ამ გაზმომარაგების კომპანიის შემთხვევაში 57.011თეთრია, შემდეგ წელს ამ კომპანიის აბონენტები 56. 999 თეთრს გადაიხდიან.

თბილისში გაზი 0.014 თეთრით გაიაფდა

მასალების გადაბეჭდვის წესი