ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ქართულ მხარეს გადმომსვლელთა კონტროლს აძლიერებს

26 დეკემბერი, 2018 • 1743
ცხინვალი ქართულ მხარეს გადმომსვლელთა კონტროლს აძლიერებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა “საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის კვეთის ორგანიზაციის შესახებ” დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა .

აღნიშნულ საკითხზე დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხუბაევმა განაცხადა.

“დღესდღეობით დადგენილებაში იყო გაწერილი, რომ საქართველოსთან საზღვრის გამარტივებული წესით კვეთისთვის საჭირო იყო მხოლოდ სამხრეთ ოსეთის პასპორტი ან ე.წ. საშვი. ამჯერად მეზობელ სახელმწიფოში მოხვედრა ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიიდან შესაძლებელია მხოლოდ საშვის ქონის შემთხვევაში”.

მისი თქმით, აღნიშნული სიახლე კომპენტენტურ სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, იქონიონ ინფორმაცია მოქალაქეებზე, რომლებიც გამარტივებული წესით კვეთენ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარს.

სიახლე, სავარაუდოდ, გადაადგილების პროცესს გაურთულებს ახალგორის მოსახლეობასაც, რომლებიც “სამხრეთ ოსეთის მოქალაქის” პასპორტით თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ახერხებდნენ. ამ შემთხვევაში კი, მათ სპეციალური საშვების მიღება მოუწევთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი