თბილისში გაზი 0.014 თეთრით გაიაფდა

თბილისში გაზის ტარიფი 0.014 თეთრით გაიაფდა. ტარიფის ცვლილებას სემეკ-ის წევრებმა მხარი დღეს, 26 დეკემბერს დაუჭირეს.

დღეს, 26 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის სხდომაზე, სადაც “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ წარმოდგენილ ფინანსურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას განიხილავდნენ. ეს ტარიფი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

“ძირითადი შემცირება მაინც გამოიწვია განაწილების ტარიფის შემცირებამ. განაწილების ტარიფი დაახლოებით 1.3 თეთრით შემცირდა. ამ ფონზე გაიზარდა მიწოდების ტარიფი 1.3 თეთრით. შესაბამისად, ამ ორმა კომპონენტმა ერთმანეთი დააბალანსა. ეს შემცირებული ტარიფი 0.014 თეთრი ერთ კუბურ მეტრზე მომავალი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს”, – თქვა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.