ახალი ამბებისამართალი

ფოთში ”ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს

26 დეკემბერი, 2018 • 2294
ფოთში ”ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 და 2002 წელს დაბადებული არასრულწლოვნები ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ორივე მოზარდს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ქავერის ფოტო: poti.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი