ახალი ამბებისამართალი

ექსპერტიზის ბიურო ვერ ბედავს თქვას, რა მდგომაროებაში ესროლეს მაჩალიკაშვილს – ადვოკატი

26 დეკემბერი, 2018 • 2192
ექსპერტიზის ბიურო ვერ ბედავს თქვას, რა მდგომაროებაში ესროლეს მაჩალიკაშვილს – ადვოკატი

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე იმ გარემოების შესახებ, ჰქონდა თუ არა სპეცრაზმელის იარაღიდან მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილს სროლის დროს თავი წამოწეული.

როგორც ადვოკატმა რუსთავი 2-ს განუცხადა, ექსპერტიზის დასვნასთან დაკავშირებით, მაღალი ალბათობით, მისი მოლოდინი გამართლდა:

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე, ვინაიდან ეს არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – დაადგინოს გარემოება, რომ [სროლის დროს] თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული. განსხვავებული პოზიციები რომ არსებობს, ჩვენ მიერ მოწვეულ ექსპერტებს, მაია ნიკოლეიშვილს და ზაზა ათუნაშვილს, და სამხარაულის ექსპერტებს შორის, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ექსპერტიზის ბიურომ ვერ გაბედა დაეწერა სიმართლე,” – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

დღეს, 26 დეკემბერს, ერთი წელი გავიდა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან დაკავშირებით 15:00 საათზე მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები პარლამენტთან აპირბენ მისვლას, სადაც მაისიდან მოყოლებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე პერმანენტულ აქციებს მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი