ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთმა სომხეთთან შესაძლოა საზღვარი გახსნას

4 ივლისი, 2014 • • 1083
თურქეთმა სომხეთთან შესაძლოა საზღვარი გახსნას

ინფორმაციის შესაბამისად, ამ გეგმის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რაჯეფ ტაიპ ერდოღანმა არაოფიციალურად განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ ეს უნდა გახდეს მეორე ნაბიჯი, რომელიც სომხური დიასპორის მიერ სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების კამპანიის შესუსტებაზე იქნება მიმართული.

 

“თურქეთის ხელისუფლება გეგმავს ყარაბაღის ომის გამო 1993 წელს სომხეთთან დაკეტილი საზღვრის გახსნას. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა უკვე გასცა დავალება დაასრულონ 2012 წლიდან დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები ალიჯანის სასაზღვრო პუნქტის გახსნისთვის,”- წერს გაზეთი. 

 

 24 აპრილს თურქეთის პრემიერმა ოსმანური იმპერიის დროს დაღუპულ სომეხთა შთამომავლებს სამძიმარი გამოუცხადა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი