ახალი ამბები

ვულკანმა ეტნამ ამოფრქვევა ისევ დაიწყო – არიან დაშავებულები [ვიდეო]

26 დეკემბერი, 2018 • 4550
ვულკანმა ეტნამ ამოფრქვევა ისევ დაიწყო – არიან დაშავებულები [ვიდეო]

ევროპის მოქმედი ვულკანი ეტნა, რომელიც იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს, 24 დეკემბერს ისევ ამოიფრქვა და ფერფლით დაფარა მიმდებარე დასახლებები.

როგორც BBC იტყობინება, ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რამაც ნგრევა გამოიწვია. შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.

ვულკანის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლებამ ტერიტორიის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მთავარი ბიძგის გარდა, უკვე ორი დღეა, ეტნას მიმდებარეთ ათეულობის სხვა მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

ამოფრქვეული ფერფლის გამო დროებით შეწყვეტილი იყო ფრენები ქალაქ კატანიის აეროპორტიდან. ტვიტერზე არაერთი ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც მიწისძვრით გამოწვეულ ნგრევას ასახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი