ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის საფეხბურთო გუნდი სუარესს დისკვალიფიკაციის პერიოდში კონტრაქტს სთავაზობს

4 ივლისი, 2014 • • 1332
სოხუმის საფეხბურთო გუნდი სუარესს დისკვალიფიკაციის პერიოდში კონტრაქტს სთავაზობს

აფხაზეთის საფეხბურთო ფედერაცია არ შედის ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციაში [FIFA], რაც კლუბის პრეზიდენტის თქმით, ლუის სუარესს საშუალებას მისცემს აფხაზეთის ჩემპიონატში “ნარტისთვის” ითამაშოს. 

 

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავაკმაყოფილებთ ურუგვაელი ფეხბურთელის რეალურ ფინანსურ საჭიროებებს, მაგრამ რამდენადაც აფხაზეთში ჩემპიონატი ამჟამად მიმდინარეობს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სუარესს საშუალებას მისცემს სპორტული ფორმა შეინარჩუნოს,”- განაცხადა ცვინარიამ.

 

იქამდე სუარესი სათამაშოდ კოსოვოს ერთ-ერთმა კლუბმა მიიწვია, რადგან კოსოვოს საფეხბურთო ფედერაცია ასევე არ არის ფიფას წევრი. 

 

ლუის სუარესს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის გუნდის მოთამაშის ჯორჯიო კიელინისთვის კბენის გამო ოთხი თვით დისკვალიფიკაცია მიენიჭა. 


ლუის სუარესი; ფოტო: EPA
ლუის სუარესი; ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი