ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

25 დეკემბერი, 2018 • 2792
ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

“თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა. ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესმსამსახურში უთხრეს, რომ ჩიქოვანი მამუკა ბახტაძის მრჩეველი სტრატეგიული მიმართულებით იქნება. მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანი ამ პოსტზე გუშინ, 24 დეკემბერს დაინიშნა.

ჩიქოვანი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2009 წლიდან “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი იყო. 2016 წელს,  საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან პარტია დატოვა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ “ტვ პირველის” ეთერში ჩიქოვანმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” დაბრუნდა. მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნება ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი