ახალი ამბები

სასამართლომ ბიბლუსს კონსულტანტის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა

25 დეკემბერი, 2018 • 1593
სასამართლომ ბიბლუსს კონსულტანტის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა  EMC-ს მიერ, ერთ-ერთი დასაქმებულის სახელით, „ბიბლუსის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და კომპანიას თანამშრომლის აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

როგორც “ნეტგაზეთს” ორგანიზაციაში განუცხადეს, ამ საქმის გარდა, EMC „ბიბლუსის“ წინააღმდეგ კიდევ აწარმოებს რამდენიმე სასამართლო დავას შრომით უფლებებზე.

EMC-ის განცხადებით, 2017 წელს ეს პირები კომპანიამ სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც თანამშრომლებმა  პროტესტი გამოთქვეს კომპანიაში არსებულ გარკვეულ შრომით პირობებთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:  დაპირისპირება “ბიბლუსში” სამუშაო პირობების გამო

მასალების გადაბეჭდვის წესი