ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის თბილისის წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

25 დეკემბერი, 2018 • 1712
ნაციონალური მოძრაობის თბილისის წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

რატომ გააყალბეთ არჩევნები? – ამ კითხვით მიმართეს თბილისის საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან ” დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ირაკლი ნადირაძემ, მარიკა დათუკიშვილმა და ლილე ლიპარტელიანმა თავიანთ გამოსვლებშიი გააკრიტიკეს კახა კალაძის საქმიანობა და, როგორც “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს, მიმართეს კითხვით, თუ რატომ გააყალბა [საპრეზიდენტო] არჩევნები.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დარბაზი ლევან ხაბეიშვილის გამოსვლის შემდეგ დატოვეს. დეპუტატმა სხდომაზე ნოდარ ბურდილაძის და ია კერზაიას ფოტოები წარადგინა, და აღნინშნა, რომ ერთი მათგანი სიკვდილს ებრძვის, მეორე კი გარდაიცვალა სწორედ “ქართული ოცნების” რეპრესიული მანქანის შედეგად.

კახა კალაძის თქმით, “სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაიქცა დარბაზიდან, თუმცა ეს მათ სჩვევიათ”

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის 1 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე ასევე განიხილავენ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი