ახალი ამბები

გიგი უგულავას ბრალი მარნეულის ეპიზოდზეც წარუდგინეს

4 ივლისი, 2014 • • 1259
გიგი უგულავას ბრალი მარნეულის ეპიზოდზეც წარუდგინეს

“ყველასთვის სიურპრიზი იქნება ალბათ ის, რომ უკვე დაანონსებულ უკანონო შემოსვლების ლეგალიზაციას დაემატა მარნეულის ეპიზოდი, რომელზეც ბრალი წარედგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის და იძულებისთვის. რა თქმა უნდა, თავს არ გრძნობს დამნაშავედ. გამომძიებელთან დავაყენეთ შესაბამისი მოთხოვნა, როგორც უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ, თუ არ გათავისუფლდება, სასამართლოში წავრდგებით,”- განაცხადა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა გიზო უგლავამ. 


შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც.

 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი