ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო: მზად ვართ, მთიან ყარაბაღს თვითმმართველობის მაღალი დონე შევთავაზოთ

25 დეკემბერი, 2018 • 1436
ბაქო: მზად ვართ, მთიან ყარაბაღს თვითმმართველობის მაღალი დონე შევთავაზოთ

“ბაქო მზადაა, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მთიან ყარაბაღს თვითმმართველობის მაღალი დონე შესთავაზოს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელდარ მამედიაროვმა აზერბაიჯანულ მედიაგამოცემებს განუცხადა.

ამასთან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას აზერბაიჯანელი მინისტრი ამბობს, რომ მოლაპარაკებათა მრავალმა წელმა შედეგი არ გამოიღო.

“თუმცა, სომხეთში მიმდინარე ბოლო მოვლენები, ასევე საუბრები ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის დსთ-ის სამიტების ფარგლებში, ასევე, ჩემი სამი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან, მოლაპარაკებათა პროცესის დაძვრის თვალსაზრისით გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი