ახალი ამბები

H1N1 ვირუსით ამ დროისთვის ორი ადამიანია გარდაიცვლილი – დავით სერგეენკო

25 დეკემბერი, 2018 • 1254
H1N1 ვირუსით ამ დროისთვის ორი ადამიანია გარდაიცვლილი – დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმთან მივიდნენ კონსულტაციაზე.

“დაავადების რაოდენობა მატულობს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემია ზღვრის ნახევარზეა. ჯერჯერობით ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა აჭარასა და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა და, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებს მინისტრი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 24 დეკემბერს გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს:

“17 დეკემბერს შემოვიდა საავადმყოფოში, შემოსვლისთანავე იყო მძიმე მდგომარეობაში, ეგრევე დავაწვინეთ რეანიმაციაში და ავიყვანეთ აპარატზე. ამ ხნის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გრიპის შესახებ ვიცით ოჯახის წევრებისგან, მას და ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ გრიპი. ჯერჯერობით დაგვიდასტურდა მხოლოდ A ტიპის ვირუსი. ვიცით, რომ გრიპი იყო, დანარჩენი, ზუსტად რა ტიპის ვირუსია, არ ვიცით, მასალა ლაბორატორიაშია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი