ახალი ამბებირეკლამა

როგორ შეიძლება აღმოჩნდე ყველაზე საინტერესო ამბების ეპიცენტრში – მოდი ბათუმის მარდი პლაზაში

25 დეკემბერი, 2018 • 4620
როგორ შეიძლება აღმოჩნდე ყველაზე საინტერესო ამბების ეპიცენტრში – მოდი ბათუმის მარდი პლაზაში

შეიძლება თუ არა ზღვისპირა ქალაქი წელიწადის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იყოს? – დიახ, შეიძლება, თუ ბათუმზე ვლაპარაკობთ!

ქალაქის მომაჯადოებელი ატმოსფერო, მომხიბლავი ხედები, თბილი კლიმატი, შავ ზღვაში შეჭრილი ყურე და პატარა, დახრილსახურავებიანი სახლები სანაპიროზე, ვიწრო ქუჩები, ბაზრობები, თევზის გამყიდველები, ზღვის ყურეში იალქნიანი გემები, ბევრი დაუვიწყარი თავგადასავალი და ბათუმური რომანტიკა – ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია.

თუ თქვენ ახლა გეგმავთ დასვენებას, აუცილებლად აირჩიეთ სასტუმრო „მარდი პლაზა“, მიიღეთ საუკეთესო ფასი, პირობები და იყავით ყველაზე საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში.

სასტუმრო მარდი პლაზა

სასტუმრო „მარდი პლაზა“

სასტუმრო „მარდი პლაზა“ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ჭავჭავაძის #5-ში მდებარეობს.  „მარდი პლაზას“ სასტუმრო კომპლექსი ადგილობრივებისა და დამსვენებლებისთვის სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელ ადგილად იქცა, ვინაიდან იგი უნიკალურია როგორც დასვენების, ასევე გაჯანსაღებისა და რელაქსაციისთვის. სასტუმროში ფუნქციონირებს 42 ნომერი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, ოლიმპიური სტანდარტების მქონე საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.  ამრიგად, სასტუმროს მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს დასვენება-გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ყველა მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ სამჯერადი კვება – სასტუმროს მომხმარებლებისთვის ღია ბუფეტის სერვირებით ნომრის ღირებულებაზე მხოლოდ 30 ლარის დამატებით არის შესაძლებელი!

სასტუმრო 42 ნომრით,  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბით, ოლიმპიური სტანდარტების მქონე საცურაო აუზითა და ფიტნეს ცენტრით ფუნქციონირებს

სასტუმროში ფუნქციონირებს 42 ნომერი,  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, ოლიმპიური სტანდარტების მქონე საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი

სასტუმრო კომპლექსში ფუნქციონირებს ოლიმპიური სტანდარტის აუზი (სიღრმე: 2 მეტრი, სიგანე: 25 მეტრი, სიგრძე: 50 მეტრი), რომელიც  იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მას მოძრავი სახურავი აქვს – ამინდის შესაბამისად იღება და იხურება. ცურვის დროს სტუმრებს შეუძლიათ დატკბენ ბათუმის ცის ხედით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.

ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, რომელიც თავის წევრებს სთავაზობს მომსახურების დიდ სპექტრს, თანამედროვე სპორტულ დარბაზს, აკვა აერობიკას, საუნასა და ჯაკუზს (დამატებითი სერვისები: მასაჟი, ფიტნესინსტრუქტორი, ცურვის ინდივიდუალური გაკვეთილები, პილატესი). ნებისმიერ სტუმარს აქვს შესაძლებლობა დატკბეს პლაზას  ვერანდაზე ძველი, ისტორიული  ბათუმის ულამაზესი ხედებით.

მარდი პლაზაში ფუნქციონირებს ოლიმპიური სტანდარტის მქონე აუზი

„მარდი პლაზაში“ ფუნქციონირებს ოლიმპიური სტანდარტის აუზი

„მარდი პლაზამ“ თავისი 42 ნომრითა და სერვისებით, რომელიც ბაზარზე უკონკურენტოდ დაბალია, გასულ ზაფხულს უმასპინძლა საერთაშორისო დონის ისეთ დიდ სპორტულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, როგორიცაა, მაგალითად:„NEMUNAS“-ი ლიტვადან და სხვა.

სასტუმროს სერვისების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კომპლექსს აქვს სპორტული და არა მხოლოდ სპორტული ჯგუფების მასპინძლობისთვის ყველა საჭირო ინვენტარი. სწორედ ამიტომ იგი უკონკურენტო ადგილია ჯგუფების დასვენებისათვის.

გუნდი ,,NEMUNAS” ლიტვადან

გუნდი ,,NEMUNAS”-ი ლიტვადან

მუდმივად სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული სასტუმრო კომპლექსი „მარდი პლაზა“ თავის ერთგულ მომხმარებლებს საახალწლოდ  ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება, მათ შორისაა: საახალწლო ვახშმის ღია ბუფეტი, ქართული ტკბილეულის ბრანჩი და სხვა. ამასთან ერთად მომხმარებლებს სთავაზობს განახლებული ნომრების ფონდს, სატრენაჟორო დარბაზს, გამაჯანსაღებელ, უალკოჰოლო სასმელებს აუზზე და სხვა.

აირჩიეთ „მარდი პლაზა“ და გახდით ჩვენი ერთგული სტუმარი!

საკონტაქტო ინფორმაცია

Tel: +995 0422 22 29 29

Mob: +995 568 30 42 02

E-mal: hotel@batumiplaza.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი