ახალი ამბები

იტალიაში, ვეფხვის გალიაში შესული შიშველი ქართველი ცხოველმა დაგლიჯა – RTV

25 დეკემბერი, 2018 • 2898
იტალიაში, ვეფხვის გალიაში შესული შიშველი ქართველი ცხოველმა დაგლიჯა – RTV

იტალიური მედიასაშუალება Reggio TV-ის ინფორმაციით, ქალაქ რეჯიო-დი-კალაბრიაში საქართველოს მოქალაქე ცირკში, ვეფხვის გალიაში შეიპარა, რა დროსაც ცხოველმა დაგლიჯა. შემთხვევის დროს აღნიშნული პირი შიშველი იყო.

მედიასაშუალების ცნობით, შოკირებულმა ცირკის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მას მძიმე დაზიანებები აქვს მარცხენა ხელზე. თუმცა Reggio  TV იტყობინება, რომ ინციდენტი ამით არ ამოწურულა. როდესაც საქართველოს მოქალაქე გონზე მოვიდა, საავადმყოფოდან გაქცევა სცადა, თუმცა საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციის დახმარებით ამის საშუალება არ მისცა.

სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს შემთხვევის გამოძება. ისინი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პირი ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ან ნარკოტიკის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი