ახალი ამბები

“იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან” – ანა დოლიძე

24 დეკემბერი, 2018 • 2567
“იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან” – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კრიტიკულად გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად მიხეილ ჩინჩალაძის, გიორგი მიქაუტაძის და სხვების დასახელებას.

“იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ, რეალურად, ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუიკიდებელი კომსტიტუციური ორგანოს აღმატებულული ფუნქცია, — უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ თქვენ დაგაკისრათ, რომლის მიმართად თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი”, – განაცხადა ანა დოლიძემ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

“დღეს თქვენ პროფესიულად და შინაარსობრივადაც, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ. მე ამას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით”, — განაცხადა დოლიძემ.

“მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენ მიმართ და სასამრთლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, თუ დაეცემოდით ამ დონემდე, იმ ტოტს გადახერხავდით — ბოლო ტოტს — რომელზეც სასამართლო ხელისუფლება ჰკიდია, თქვენი საკუთარი კარიერების გადასარჩენად”, — ასე მიმართა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.


კანდიდატების დასახელებას 24 დეკემბერს დარბაზში ხმაური მოჰყვა. საბჭოს არამოსამართლე წევრებმა — ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ — სიაში მიხეილ ჩინჩალაძის ყოფნა გააპროტესტეს. როგორც ისინი ამბობენ დასახელებული კანდიდატების შესახებ მათაც სხდომაზე გაიგეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო კიდევ ერთმა წევრმა, ირმა გელაშვილმა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა ღიად, კონკურსის წესით უნდა მომხდარიყო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 24 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

ესენი არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე

საბჭოს სამმა წევრმა – ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანდიდატებს. პროცედურის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სია პარლამენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად. სასამართლო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის გავლენებსა და როლზე, ასევე სისტემის რეფორმის ხარვეზებზე, ნახეთ სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი