ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში დავით გურგენიძე მონაწილეობას არ მიიღებს

24 დეკემბერი, 2018 • 2464
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში დავით გურგენიძე მონაწილეობას არ მიიღებს

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბჭოს წევრი, დავით გურგენიძე არ მიიღებს მონაწილეობას. გურგენიძე საბჭოში ევროპულმა საქართველომ წარადგინა.

დავით გურგენიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. მისი თქმით, თამარ ჟვანია სისტემის მძევალია და ამ სხდომასაც ფორმალური ხასიათი აქვს.

მანამდე, პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა საბჭოში.

საბჭოს წევრები ამ დროისთვის ფარული კენჭისყრით აძლევენ ხმას კანდიდატებს. საბჭოს 12 წევრიდან კენჭისყრაში საკუთარი სურვილით არ მონაწილეობს თამარ ჟვანია. შესაბამისად, ცესკოს ახალ თავმჯდომარეს დღეს საბჭოს 9 წევრი აირჩევს.

ამბის გაგრძელება:

ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი