ახალი ამბები

კანადაში დაკავებულ “ჰუავეის” მენეჯერს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება – ჩინეთის პასუხი

24 დეკემბერი, 2018 • 1755
კანადაში დაკავებულ “ჰუავეის” მენეჯერს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება – ჩინეთის პასუხი

მობილური ტელეფონების ჩინური მწარმოებლის, “ჰუავეის” დამფუძნებლის შვილისა და ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერის ვანკუვერში დაკავების შემდეგ, რომელიც აშშ-ში ექსტრადიციას ელოდება, ჩინეთში კანადის მოქალაქეები დააპატიმრეს.

როგორც New York Post წერს, პეკინს კანადის მოქალაქეების დაკავების რეალური საფუძველი არ აქვს და პეკინის ქმედებები “ჰუავეის” ერთ-ერთი მენეჯერის, მენგ ვანძოუს დაპატიმრებას უკავშირდება.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის “პრინცესის” (როგორც მას მოიხსენიებენ) ვანკუვერში 6 დეკემბერს დაკავების მიზეზი გახდა აშშ-ის მიერ ირანისთვის დაკისრებული სანქციების დარღვევა. სამართალდამცავები ვანძოუს სწორედ მისი კომპანიის მიერ ამ სანქციების დარღვევას, ირანთან ბიზნესსაქმიანობასა და თათლითობას ედავება. ის შინაპატიმრობაშია და აშშ-ში ექსტრადიციას ელოდება.

ვანძოუს დაკავებიდან მალევე ჩინეთში კანადის რამდენიმე მოქალაქე დააპატიმრეს. როგორც გამოცემა წერს, სულ მცირე, სამი მათგანი საიდუმლო ციხეში იმყოფება. ამასთან, პეკინი მიანიშნებს, რომ შესაძლოა კანადის დაკავებული მოქალაქეების რიცხვი გაიზარდოს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ვანძოუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებთან დაახლოებული პირია. ამასთან, მენგის მამა ჩინური ტექგიგანტის, Huawei-ს დამფუძნებელია, თავად კომპანიის ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებს. ეს კი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც აშშ-ს ჩინეთის მთავრობის სასარგებლოს შპიონაჟში ჰყავს დადანაშაულებული.

როგორც  New York Post წერს, ადგილობრივი კანონმდებლობით, ჩინეთში მოქმედი ყველა კომპანია ვალდებულია, სპეცსამსახურებთან ითანამშრომლოს. ეს კანონი ჩინეთში 2015 წელს შემოიღეს.  როგორც FBI-ის ხელმძღვანელმა კრისტოფერ ვრეიმ გნაცხადა, კომპანიის სმარტფონები მცირე მოდიფიკაციის შემდეგ ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენება.

მიმდინარე წლის დასაწყისში პენტაგონმა აკრძალა Huawei-ის სმარტფონების აშშ-ის სამხედრო ბაზებზე გამოყენება.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს ყველაფერი არაა. კომპანია  5G კავშირგაბმულობის სფეროში ლიდერია. 5G ქსელი 4G-ზე 100-ჯერ სწრაფია. თანამედროვე უკაბელო ინტერნეტის დანერგვა შესაძლებელია ყველა სფეროში, თანამედროვე სმარტფონებით დაწყებული, საბრძოლო შეიარაღების ჩათვლით. თუმცა, შპიონაჟის რისკიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში Huawei-ის ამ სერვისის დანერგვის საშუალებას  არ აძლევენ.

ამერიკულ შეერთებულ შტატები მტკიცედ სჯერათ, რომ “ჰუავეი” და მისი მენეჯერები საკვანძო როლს ასრულებენ ჩინეთის მიზნების განხორციელებაში – გახდეს დომინანტი მთელ მსოფლიოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი