ახალი ამბები

ინდონეზიაში, სადაც ცუნამმა 280-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ

24 დეკემბერი, 2018 • 1207
ინდონეზიაში, სადაც ცუნამმა 280-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ

ინდონეზიაში სუმატრასა და ჯავას კუნძულების მოსახლეობას, სადაც ცუნამის შედეგაც 280-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაშვდა, მოუწოდებენ, სანაპირო ზოლის სიახლოვეს არ დარჩნენ, რადგან სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს.

როგორც BBC წერს, სტიქია, სავარაუდოდ, კუნძულების სიახლოვეს არსებული ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია. გამოცემა წერს, რომ სეისმური აქტივობა სრუტეში კვლავ შეინიშნება და არაა გამორიცხული, სტიქია განმეორდეს.

დამანგრეველმა ტალღებმა ასობით საცხოვრებელი სახლი წალეკა, ავტომობილები ამოატრიალა და ხეები წააქცია. კრაკატაუს ვულკანი ერთ–ერთია 127 აქტიურ ვულკანს შორის, რომელიც ინდონეზიაში მდებარეობს.

ცუნამი ქვეყანას მიმდინარე წლის სექტემბერშიც დაატყდა თავს. მაშინ ტალღები 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა. მაშინ მსხვერპლის რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი