ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

22 დეკემბერი, 2018 • 1356
“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

ოპოზიციურმა პარტია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 22 დეკემბერს ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის სხდომებს.

ენმ-ის პარლამენტარები 22 დეკემბრის ბიუროს სხდომას არ დასწრებიან. როგორც რომან გოცირიძე ამბობს რუსთავი2-თან საუბრისას, ენმ ასევე აპირებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს კიდევ ორ სხდომას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.

გოცირიძის თანახმად, ენმ ამას აკეთებს “პოლიტიკური პროტესტის ნიშნად, რეგლამენტის სრული დაცვით”. ამით “კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს ქვეყანაში არსებულ ტერორს და პოლიტიკურ დევნას”, – ამბობს იგი.

უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ენმ-ის ბოიკოტს ხელფასების დაქვითვის თავიდან აცილების მცდელობა უწოდა.

“ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ საბაბი, რომ ამ მუხლით თავიდან აიცილონ ხელფასის დაქვითვა და თავიდან აიცილონ კომიტეტის და პლენარული სხდომების შეხვედრები, რაც ჩემი აზრით არის ბოროტად გამოყენება კანონში არსებული სწორი ჩანაწერების”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი