ახალი ამბებისამართალი

ის პირი, ვინც დეპუტატ ქაცარავას ავტომობილი დაუზიანა, პროვოკატორია – უგულავა

21 დეკემბერი, 2018 • 2052
ის პირი, ვინც დეპუტატ ქაცარავას ავტომობილი დაუზიანა, პროვოკატორია – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში დეპუტატ სოფო ქაცარავას ავტომობილი დააზიანა, პროვოკატორია. მისივე თქმით, აღნიშნიული პირი 2 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე პროვოკაციას აწყობდა.

უგულავას მიერ დასახელებული დღემდე არაიდენტიფიცირებული პირი ნეტგაზეთის რეპორტიორმაც გადაიღო 2 დეკემბერს, პარლამენტთან ოპოზიციის აქციაზე მომხდარი ინციდენტისას. ის აქციაზე პროდასავლურ კურსს აკრიტიკებდა და იქ მყოფებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდებდა. ამ ინციდენტისას უცნობი კაცი გინებითა და პროვოკატორის ძახილით გაიყვანეს რუსთაველის გამზირიდან.

გიგი უგულავა კითხვით მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, თუ რატომ ხდება შერჩევითი სამართალი და რატომ არ ისჯებიან ერთი და იგივე ქმედებისთვის ადამიანები თანბრად?

“როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიიციის ლიდერებზე ანალოგიურ შემთხვევაში პატიმრობაა გამოყენებული, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამართლებად არ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი შეიძლება ექსცენტრულია. მაღალი ალბათობით, ამ პირს ადგილობრივი სუსი იყენებს, როგორც პროვოკატორს. ამ ფაქტის დადგენა არის მნიშვნელოვანი ბევრი რამისთვის.

პირველ რიგში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს მართლმსაჯულების ის ორმაგი სტანდარტი და ის ორმაგი სახე, სადაც ჩვენ გვეუბნებია,  რომ თქვენთვის არაფერი არ არის შესაძლებელი, თქვენ პრაქტიკულად ხართ მეორეხარისოსოვანი მოქალაქეები და კანონი თქვენზე მთელი სიმკაცრით გვჭირდება. და ის ადამიანები, რომლებიც პროვოკატორები, მოგზავნილნი არიან ხელისუფლების მხრიდან და მათზე არაფერი არ ვრცელდება. არ მიიღება არგუმენტად ის, რომ იმ ადამიანს რაღაც ტიპის პრობლემები აქვს,” – ამბობს გიგი უგულავა.

გიგი უგულავას განცხადებით, მმართველი პარტია თელავის ინციდენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ უნდა განმარტოს, ერთი და იგივე დანაშაულისთვის რატომ ისჯება ერთი და რატომ არ ისჯება მეორე.

თელავში დეპუტატ ქაცარავას ავტომობილის დაზიანების ფაქტი რუსთავი 2-მა პირდაპირ ეთერში გააშუქა, რომელიც შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა, წევრებმა და პროსახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდებმა ქართული და ინგლისური აღწერებით გაავრცელეს.

მაგალითად, ქართული ოცნების პარლამენტარი, თამარ ჩუგოშვილი ფეისბუკზე მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ენმ-ის წევრი თავს ესხმის მმართველი პარტიის დეპუტატ ქალებს და აზიანებს სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ ავტომობილს.

ნეტგაზეთის რეპორტიორის მიერ 2 დეკემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე გადაღებული კადრები, სადაც, გიგი უგულავას მიერ დასახელებული პირი უპირისპირდება გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს:

მასალების გადაბეჭდვის წესი