ახალი ამბები

გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

21 დეკემბერი, 2018 • 1322
გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატოსთან, გერმანიისთვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტურმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისთვის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

“აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა. 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის დაფინანსებისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს. ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატოს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისათვის ნატოში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე”, – ნათქვამის საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი