ახალი ამბებისამართალი

ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია მისი ყოფილი მძღოლი – შსს

21 დეკემბერი, 2018 • 1385
ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია მისი ყოფილი მძღოლი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ვალეში.

როგორც უწყება აცხადებს, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ-ს უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს და მისგან ცდილობდა 50 000 ლარის გამოძალვას. ასევე, დაკავებული წარსულში მძღოლად მუშაობდა ბიზნესმენთან, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი