ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ქართულ საფრთხესთან” საბრძოლველად აფხაზეთში ორგანიზაციას ქმნიან

20 დეკემბერი, 2018 • 2757
“ქართულ საფრთხესთან” საბრძოლველად აფხაზეთში ორგანიზაციას ქმნიან

“ქართულ საფრთხესთან” საბრძოლველად აფხაზეთში ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აანონსებენ.  ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრესკონფერენცია სოხუმში ხვალ გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, ორგანიზაციის შექმნის მიზეზი “საქართველოსა და NATO-ს შორის მჭიდრო კავშირები და იმ რბილი ძალის პოლიტიკაა, რომელსაც ქართული მხარე აფხაზების მიმართ ბოლო ათი წელი იყენებს”.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგება აფხაზეთის ომის ვეტერანი ვადიმ სმირი.

საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობისა და რეგიონისთვის “რისკების” შესახებ მოსკოვის განცხადებებს სოხუმი და ცხინვალიც იმეორებენ. დე ფაქტო ლიდერები ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათ “საზღვრებთან” NATO-ს ძალებს რუსეთთან ერთად უპასუხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი