ახალი ამბები

“შევამცირეთ სიღარიბე” – ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა

20 დეკემბერი, 2018 • 2319
“შევამცირეთ სიღარიბე” – ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა

დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე რთულია სიღარიბე, რისი შემცირებაც, მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ დაახლოებით 10%-ით შეძლო:

ჩვენ 2012 წლიდან რეალური ცვლილებები დავიწყეთ და ჩემი ყველა წინამორბედი მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე რთული პრობლემა – სიღარიბე, რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ჩვენ შევძელით და დაახლოებით 10 პროცენტით შევამცირეთ სიღარიბე, მაგრამ, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში.”

მთავრობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენის სრული ჩანაწერი:

მასალების გადაბეჭდვის წესი