ახალი ამბებირეკლამა

შშმ ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების სახლი გაიხსნა

20 დეკემბერი, 2018 • 1650
შშმ ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების სახლი გაიხსნა

მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების სახლი გახსნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.  

სახლის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო,  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი და „m² უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი.

„m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.

„m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის.

სპეციალიზებული სახლი უზრუნველყოფს ბავშვებზე 24-საათიან ზრუნვას, საექთნო მოსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას. მომსახურების მიმწოდებლები არიან სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. მომსახურება ქმნის ოჯახურ გარემოს ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ ინკლუზიას საზოგადოებაში.

სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა აღჭურვა საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება და ჩაატარა ტრენინგები პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.

მსგავსი მომსახურებების შექმნა საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, გააფართოვოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და თანდათანობით ჩაანაცვლოს ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი. საჭიროა კიდევ არაერთი მსგავსი ცენტრის გახსნა, რათა ბავშვები, რომლებიც კვლავ რჩებიან დიდი ზომის ჩვილ ბავშვთა სახლებში, გადავიდნენ ოჯახურ გარემოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი