ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში – უგულავა

’’დღევანდელი დღე არ არის მარტო დათო კირკიტაძის დაპატიმრების დღე,  დღეს ივანიშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად’,’ – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.

“ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო ჩვენს ქვეყანაში,  მაგრამ დღეს ასევე დავინახეთ, რომ  სასამართლო არის უტიფარიც. პროკურატურის უტიფრობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აპელირება იმაზე, რომ ადამიანი განზრახვით მოქმედებდა, ადამიანი მიიმალება, ეს პირველად არ გაუკეთებიათ. ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება.

ივანიშვილმა მოსახლეობის ნახევარი გამოაცხადა მეორეხარისხოვან  მოქალაქეებდ,   რომლებსაც შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო, მოქალაქეებად, რომლებსაც თავზე შეგიძლია კონსტიტუცია გადაახიო. მოქალაქეებად, რომლებიც კანონის უტიფარი გამოყენებით შეიძლება დასაჯო. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები დღეს საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და მხოლოდ და მხოლოდ, თუ შეეტენები ივანიშვილს და თუ შეეტენები “ქართულ ოცნებას”, მაშინ იქნები კარგად. ეს არის გამოწვევა – 800 000 ადამიანს, მოსახლეობის ნახევარს გვეუბნებიან, რომ ვართ მეორეხარისხოვანი ადამიანები. ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში ”,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე

კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com