ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ – დე ფაქტო კულტურის მინისტრი

19 დეკემბერი, 2018 • 3710
ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ – დე ფაქტო კულტურის მინისტრი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა რუსულ სახელმწიფო გამოცემა სპუტნიკთან ინტერვიუში რუსულ-ოსურ მჭიდრო კულტურული ურთიერთობების შესახებ საუბრობს:

“ოსეთმა რუსეთი ერთხელ უკვე აირჩია და ამ გზიდან აღარ გადავუხვევთ. 2008 წლის ომში ჩემი შვილის, სხვა ბიჭების გვერდით რუსი ჯარისკაცი სამშვიდობოები იდგნენ. ისინი იცავდნენ ჩემს ხალხს, კოსტა ხეთაგუროვის სამშობლოს. ჩვენთვის, ოსებისთვის, რუსულ ენაზე სიზმრები ნორმალური მოვლენაა. ჩვენ ასე ვხედავთ [სიზმრებს]. მთელი ცხოვრება სახლში რუსულად ვსაუბრობთ. ყველაზე მაღალმთიან სოფლებშიც კი რუსულად გიპასუხებენ. მე ვამაყობ ჩემი ხალხით”, – ამბობს ზასეევა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი