მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 19 დეკემბერს, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მოსწავლე გოგონაზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა – მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

მასწავლებელს, რომელიც 2018 წლის 31 მარტს დააკავეს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) ჰქონდა წარდგენილი და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ვრცლად ამ თემაზე:

“ჩემ გვერდით დაწექი” – მასწავლებლის მხრიდან შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.