ახალი ამბები

მთაწმინდაზე შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს

19 დეკემბერი, 2018 • 1219
მთაწმინდაზე  შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს

მთაწმინდაზე შუალედური მაჟორიტარული არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. არჩეული დეპუტატი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა განუმარტა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში.

თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი