ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთისთვის “პატრიოტის” სარაკეტო სისტემების მიყიდვას

19 დეკემბერი, 2018 • 1350
სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთისთვის “პატრიოტის” სარაკეტო სისტემების მიყიდვას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების “პატრიოტის” სარაკეტო თავდაცვის სისტემების თურქეთისთვის მიყიდვას.

Reuters-ის ინფორმაციით, წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისთვის სარაკეტო სისტემის მიყიდვის საკითხზე მუშაობდა, რათა ნატოს წევრ ქვეყანას რუსეთში დამზადებული  S-400 არ შეეძინა. თურქეთი სარაკეტო სისტემის შერჩევის პროცესში  ჯერ ჩინურ, ხოლო შემდეგ რუსულ S-400-ზე აკთებდა არჩევანს.

შტატებისა და ნატოს ოფიციალურმა პირებმა თურქეთი რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ რუსული წარმოების სარაკეტო სისტემის ინტეგრაცია ალიანსის თავდაცვის სისტემასთან ვერ მოხდებოდა.

ამასთან, ისინი თურქეთს აფრთხილებდნენ, რომ რუსეთთან ეს გარიგება საფრთხეს შეუქმნიდა F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი