ახალი ამბები

ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საპენსიო ფონდი ენერგოპროექტების დასაფინანსებლად გამოიყენონ

18 დეკემბერი, 2018 • 2079
ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საპენსიო ფონდი ენერგოპროექტების დასაფინანსებლად გამოიყენონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა მსხვილი ენერგოპროექტების თანადაფინანსებას მოხმარდეს.

მინისტრის მოადგილის თქმით, იმისთვის, რომ სამომხმარებლო ტარიფებზე ძვირადღირებული ენერგოპროექტების ეფექტი შემცირდეს, განიხილება მათში სახლმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, რისი ერთ-ერთი წყარო, შესაძლოა, საპენსიო ფონდი იყოს:

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსხვილ პროექტებში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფთხოებისთვის, საბაზისო სიმძლავრეებისთვის და იმისთვის, რომ შემცირდეს ამის ეფექტი სამომხმარებლო ტარიფზე, სახემწიფომაც მიიღოს მონაწილეობა არამარტო თანაგარანტირებაში, არამედ თანადაფინანსებაში. ამის ერთ-ერთ წყაროდ პოტენციურად, შესაძლოა, განიხილულ იქნას საპენსიო ფონდი”, – ამბობს თურნავა.

მისი თქმით, ხელისუფლება საპენსიო რეფორმის ჩამოყალიბებას დაელოდება, თუმცა ფიქრობს, რომ ამ რესურსის გამოყენება გარდაუვალი იქნება.

ჰესების შესაძლო დაფინანსებაზე მინისტრის მოადგილეს უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ჰკითხა. დეპუტატი დაინტერესდა, “რატომ არ შეიძლება, საპენსიო ფონდში ვინც ახორციელებს შენატანს, ის ხალხი გახდეს ინვესტორი და საპენსიო ფონდმა დააფინანსოს დიდი ენერგოპროექტები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი