ახალი ამბები

ია მეტრეველი: დღეიდან საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება იწყება

18 დეკემბერი, 2018 • 1643
ია მეტრეველი: დღეიდან საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება იწყება

ია მეტრეველი მოსამართლის გადაწყვეტილებას მისი შვილის, ბუტა რობაქიძის საქმეზე სამართლიანად აფასებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება იწყება:

“ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. მან ყველას მიუსაჯა უმაღლესი სასჯელი, რაც ეკუთვნოდათ. თუმცა ამინისტიის მუხლები შეეხოთ და შეუმცირდათ სასჯელები. თითოეულს გამოუვიდა  5 წელი, რაც  მათთვის ცოტაა, მაგრამ მე ამაზეც კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ გამოსცადონ ის, რაც დააშვეს.

ბევრად მეტი ეკუთვნით, თუმცა ვფიქრობ,  რომ დღეიდან საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება იწყება”, – თქვა მეტრეველმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 18 დეკემბერს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გურამ დონაძისა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყვნენ ბრალდებულები.

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს მიესაჯა პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით. გარდა ამისა, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და სამი თვით. იგივე სასჯელი დაეკისრათ ირაკლი ფირცხალავასა და დავით იაშვილს. რაც შეეხება ზურა მიქაძეს, მას სასჯელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5 წლისა და 3 თვის ვადით, თანამდებობის დაკავება კი, 2 წლითა და 3 თვის ვადიათ.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მას გაუფრომდა საპროცესო შეთანხმება სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე, ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. მას ასევე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი