ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დეპუტატები თბილისში მკურნალობის საკითხებზე შფოთავენ

26 ივნისი, 2014 • • 1029
აფხაზეთში დეპუტატები თბილისში მკურნალობის საკითხებზე შფოთავენ

დეპუტატების ინიციატივაა აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართონ – წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, საქართველოში მკურნალობა უწევთ,”- წერს გამოცემა aiaaira.su. 

 

დეპუტატების განმარტებით, რუსეთში აფხაზებს, უცხოეთის მოქალაქეების მსგავსად, ფულის გადახდის შემთხვევაში მკურნალობენ, საქართველო კი მათ მაღალტექნილოგიურ სამედიცინო დახმარებას უწევს.

 

“ჩვენთვის  ძალიან მნიშნელოვანია, რომ მოქალაქეები საქართველოში არ მიდიოდნენ. ჩვენ არ ვიცით, როგორ სამუშაოებს ატარებენ მათთან,”- განაცხადა დეპუტატი.

 

აფხაზეთის პარლამენტის წევრების აზრით, ამ საკითხზე აფხაზეთმა რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება უნდა გააფორმოს.

 

გარდა ამისა, პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება მეორე მოქალაქეობის საკითხზეც უნდა გაფორმდეს და აფხაზეთის მოქალაეები რუსეთის საკანონმდებლო ჩარჩოდან მეორე მოქალაქეობის შესახებ უნდა გავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატები შიშობენ, რომ რუსული კანონმდებლობის წინაშე აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ნაწილი პასუხს აგებს. საქმე იმაშია, რომ რუსეთის ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ძალაში შედის, იმის გამო, თუ მეორე მოქალაქეობის შესახებ შესაბამის უწყებას არ აცნობებენ, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგელობის ქვეშ მოექცევიან. აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობის გარდა დაუშვებელია პირს სხვა მოქალაქეობა გააჩნდეს. შედეგად, ის აფხაზეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრებენ რუსეთში, რუსეთის ახალი კანონმდებლობის ჩარჩოში ექცევიან და, როგორც დეპუტატები ამბობენ, შესაძლოა, ისინი კანონდამრღვევებად მიიჩნიონ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი