ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი ერთად გაემგზავრებიან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

18 დეკემბერი, 2018 • 1285
პრეზიდენტი და პრემიერი ერთად გაემგზავრებიან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

თებერვალში დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერი მამუკა ბახტაძე ერთად გაემგზავრებიან. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში განხორციელდება პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელშიც.

“სავარაუდოდ, ეს [ბრიუსელში ვიზიტი] ალბათ მოხდება თებერვალში, როდესაც პრეზიდენტი პრემიერთან ერთად გაემგზავრება მიუნხენის კონფერენციაზე იმიტომ, რომ მოწვევა ორივეზეა”, – განაცხადა ჟვანიამ და დასძინა, რომ ზურაბიშვილი ბრიუსელში შესაძლოა მიუნხენამდეც ჩავიდეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას მიუნხენის კონფერენციას საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ხოლმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი