ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პირველი კანდიდატი დარეგისტრირდა

25 ივნისი, 2014 • • 1358
აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პირველი კანდიდატი დარეგისტრირდა

 აბაზა-ტვ-ის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფში აფხაზეთში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და სამხედრო პირები შედიან. 


საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს არის დანიშნული. ყოფილი ოპოზიციონერები აფხაზეთში უკვე ჩამოყალიბდნენ საკუთარ კანდიდატებზე.


მაგალითად, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ არჩევნებში მხარი დაუჭირონ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, პარტია “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის” თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრ რაულ ხაჯიმბას. 


მირაბ ქიშმარია; ფოტო: აპსნიპრესი
მირაბ ქიშმარია; ფოტო: აპსნიპრესი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი