ახალი ამბებისამართალი

მამიდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 31 წლის კაცი დააკავეს

17 დეკემბერი, 2018 • 2088
მამიდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 31 წლის კაცი დააკავეს

დღეს, 17 დეკემბერს, ქვემო ქართლში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა 1986 წელს დაბადებული ნ.მ.. ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას, 1951 წელს დაბადებულ ბ.მ-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალის ცხედარი მკვლელობიდან 5 დღის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს: “ნ.მ. მიიმალა, თუმცა, მომხდარიდან მეორე დღეს პოლიციამ იგი სადახლოში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.”

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი