ახალი ამბებისამართალი

დავით კირკიტაძე დააკავეს

17 დეკემბერი, 2018 • 7775
დავით კირკიტაძე დააკავეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე კახეთში დააკავეს. დაკავებისას კირკიტაძემ განაცხადა, რომ “ქვეყანაში მყარდება რუსული დიქტატურა, თუმცა ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას”.

დავით კირკიტაძე დაკავებისას ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით და ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათ ფარულად უთვალთვალებდნენ.

ნიკა მელიამ ფეისბუკზე პირდაპირი ეთერი ჩართო და ავტომობილთან მივიდა, რომელშიც აღმოჩნდა, რომ პოლიციელები ისხდნენ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, ადგილზე დამატებით რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, რის შემდეგაც დავით კირკიტაძე დააკავეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის დაკავება, სავარაუდოდ, კახეთის გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება. მის სახლთან პოლიცია დილითაც იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დღის მეორე ნახევარში დააკავეს.

დავით კირკიტაძის ბიოგრაფია

დავით კირკიტაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია 2001 წლიდან:

  • 2003 წლამდე ის ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო;
  • 2002-2003 წლებში იყო თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • 2004 – 2006 წლებში ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ეკავა;
  • 2006 – 2008 წლებში ენმ-ის გენერალური მდივანი იყო;
  • 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს, სადაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა;
  • 2008-2013 წლებში ის ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნეს;
  • 2015 წელს დააფუძნა განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი;
  • 2016 წლიდან დღემდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრია.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირტიკტაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ კახეთში დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი