იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს – კალაძე

“იმ ხელისუფლების და სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს, თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებსა და საწოლებში, რამდენიც უნდათ”, – ეს განაცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა ოპოზიციის მისამართით.

“სასაცილოა მათი განცხადებები, ეს არის გაკოტრებული პარტია. ჩვენმა საზოგადოებამ ისინი გაისროლა, გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის. მთელი ამ არჩევნების განმავლობაშიც, მანამდეც და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილი აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბლიზაცია, დაპირისპირება, საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს, თვითონ იტრიალონ საკუთარ ოაჯახებში და საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება”, – განაცხადა კალაძე,.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com