ახალი ამბები

“ძალა ერთობაშია” გეგმებზე განცხადებას 12:00 საათზე გააკეთებს

17 დეკემბერი, 2018 • 1191
“ძალა ერთობაშია” გეგმებზე განცხადებას 12:00 საათზე გააკეთებს

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 12:00 საათზე გააკეთბს.

გუშინ გურჯაანი – თელავის გზაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა დროსაც ოპოზიციას პოლიციამ თელავისკენ მიმავალი გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, “ძალა ერთობაშიას” წევრები თბილისში დაბრუნდნენ. აქტივისტთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაათენა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით,  გეგმის 3 ვარიანტი აქვთ, საიდანაც ერთ-ერთს შეარჩევენ. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამოაზრეებს კონსოლიდაციისაკენ და თბილისში აქციებისაკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი