ახალი ამბები

სატვირთო, რომელსაც ინაუგურაციაზე გამოყენებული ქვემეხი გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა

16 დეკემბერი, 2018 • 2606
სატვირთო, რომელსაც ინაუგურაციაზე გამოყენებული ქვემეხი გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა

სატვირთო მანქანა, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისას გამოყენებული სამხედრო ტექნიკა(ქვემეხი) გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა.

შემთხვევა საგარეჯოს რაიონში მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც სატვირთოს შეეჯახა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით, 250 ლარით დაჯარიმდა.

ინციდენტის შედეგად მიკროავტობუსი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ავარია საგარეჯოს რაიონში. ფოტო: ფარნაოზ ჭკადუა ავარია საგარეჯოს რაიონში. ფოტო: ფარნაოზ ჭკადუა

მასალების გადაბეჭდვის წესი