ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ 11 დოკუმენტს მოეწერა ხელი

24 ივნისი, 2014 • • 1319
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ 11 დოკუმენტს მოეწერა ხელი

გამოცემის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერა აზერბაიჯან-რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში მოხდა, რომელიც 23-24 ივნისს აზერბაინანში, გაბალაში ჩატარდა.


რაც შეეხება სფეროებს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის მომორანდუმებს და შეთანხმებებს, ესენია: ეკონომიკა, მრეწველობა, ტურიზმი, მედია [შეთანხმება შპს “ასტრახანის რეგიონულ არხსა” და აზერბაიჯანის რეგიონულ ტელევიზიას შორის], საინვესტიცო სფერო. 

 

გარდა ამისა, ტრენდ.აზ-ის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას აზერბაიჯანისა და რუსეთის მთელ რიგ კომპანიებს შორის.


“კერძოდ, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა როსტოვის რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანულ კომპანია “Mətanət A” -ს შორის, რუსეთის სააქციო საზოგადოება “Агрохолдинг “Старый сад”-სა და აზერბაიჯანულ კომპანია “STS Holdinq”-ს შორის, სააქციო საზოგადოება “Торговый дом Дагестана”-სა და კომპანია “”Azexfruit”-ს შორის. შეთანხმებას აზებაიჯანში მინის ნაწარმის მიწოდების შესახებ ხელი მოაწერეს შპს “Дагестан Стеклотара”-მ და “Azərsun Holdinq”-მა. ასევე გაფორმდა ხელშეკრულება დაღესტნურ შპს “ЮгАгрохолдинг”-სა და აზერბაიჯანულ შპს “İnvestisiya Qrup”-ს შორის.”

 

ღონისძიების დასასრულს აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, რომ ფორუმმა თავის წვლილი შეიტანა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ხელმოწერილი დოკუმენტები გაზრდის თანამშრომლობას რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის.



რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის, იგორ სლიუნიაევის თქმით, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს შორის სამშენებლო, ტურისტულ და აგრარულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.

 

“ამ ფორუმის დასრულება ნიშნავს მზადებას შემდეგისთვის, რომელიც, ტრადიციულად, რუსეთში გაიმართება. მომდევნო ფორუმამდე კი აუცილებელია განისაზღვროს ორ ქვეყანას შორის თანამრომლობის ძირითადი მიმართულებები. წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გთავაზობთ აზერბაიჯანული საწარმოებისთვის ბიზნესმისიების გატარებას რუსეთის რეგიონებში,”-განაცხადა მინისტრმა.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი