ახალი ამბები

დღეს დაგითმეთ დედა – თეიმურაზ გორჯესტანი

16 დეკემბერი, 2018 • 4793
დღეს დაგითმეთ დედა – თეიმურაზ გორჯესტანი

“დღეს დაგითმეთ დედა. დღეს დედა გახდა საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი. ეს ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყეა. ეს საქართველოსა და ემიგრაციის ისტორიაში ნიშნავს იმას, რომ ემიგრაციის მემკვიდრე საქართველოში დაბრუნდა”, – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პრეზიდენტის დღევანდელ ინაუგურაციას

“მართალი რომ გითხრათ, ამ მომენტში ყველაზე მეტად ჩემს ბებიასა და ბაბუაზე ვფიქრობდი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეს იყო ქალბატონი სალომე, ქალბატონი პრეზიდენტი ყველა ქართველის პრეზიდენტი იქნება… იმ ქართველების, ვინც ხმა მისცა და ვინც არ მისცა. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური, ევროპული ნაბიჯი, რომ საქართველო გამთლიანდეს და განვითარდეს, როგოც თანამედროვე, დამშვიდებული ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა გორჯესტანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი