ახალი ამბები

საქართველო უნდა წავიდეს ქალთა უფლებებისა და ფემინიზმისკენ – მოშე კლუგჰაფტი

16 დეკემბერი, 2018 • 1477
საქართველო უნდა წავიდეს ქალთა უფლებებისა და ფემინიზმისკენ – მოშე კლუგჰაფტი

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საკუთარი მოლოდინები მედიას “ქართული ოცნების” პოლიტტექნოლოგმა მოშე კლუგჰაფტმა გაუზიარა.

მისი განცხადებით, ქვეყანა მომავლისაკენ უნდა ისწრაფოდეს და მეტი ყურადღება დაუთმოს ქალთა უფლებებს.

“ჩვენ ვამბობთ ამ არჩევნებზე, რომ საქართველოს სჭირდება შეიცვალოს წარსულიდან მომავლისაკენ. წავიდეს ქალთა მეტი უფლებებისა და ფემინიზმისაკენ. ვფიქრობ, ყველაფერი ეს არის თავისუფლების საკითხი. ძალიან ამაყი ვარ და ძალიან მიყვარს საქართველო”, – აღნიშნა მან.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტის კითხვაზე, რა იყო მისი მთავარი სტრატეგია წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პოლიტტექნოლოგმა ასე უპასუხა:

“სიმართლე და ბრძოლა ყალბ ამბებთან”.


როგორც კლუგჰაფტის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, პოლიტტექნოლოგის გუნდი თანამშრომლობდა რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმების 46 პროცენტი მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას არჩევნები 20 პროცენტიანი სხვაობით მოუგო. კლუგჰაფტი ასევე მუშაობდა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან კრისტიან კერნთან, და აწარმოებდა კამპანიას ისრაელშიც.

პროვოკაცია, როგორც წარმატების რეცეპტი – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Diepresse, რომელშიც კლუგჰაფტის შესახებაა საუბარი ავსტრიის 2017 წლის არჩევნების კონტექსტში.

პიარტექნოლოგის საქმიანობამ ყურადღება მიიქცია ისრაელშიც: როგორც The Times of Israel წერს, კლუგჰაფტი 2015-2016 წლებში “გამჟღავნების” კამპანიის უკან იდგა, რომლის ფარგლებშიც ისრაელის მემარცხენე აქტივისტებს, ორგანიზაციებს  და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოეთიდან მართულ ჯაშუშებად აფასებდნენ.

მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვინ არიან “ოცნებისა” და ვაშაძის პოლიტტექნოლოგები

მასალების გადაბეჭდვის წესი