ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი PACE-ში სომხეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვს

24 ივნისი, 2014 • • 1197
აზერბაიჯანი PACE-ში სომხეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითხოვს

 

აზერბაიჯანის დელეგაციამ PACE-ში უკვე შეიტანა დოკუმენტი, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი პარლამენტარი აწერს (არც ერთი მათგანი არ არის საქართველოს დელეგაციის წევრი). დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სომხეთმა შეირაღებული აგრესიის შედეგად აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და დაახლოებით 1 მილიონი აზერბაიჯანელი დევნილად აქცია:


“ასამბლეამ მხოლოდ ერთი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს და ზუსტად ანალოგიური სანქციები უნდა დაუწესოს სომხეთის დელეგაციას, შეუწყვიტოს ხმის მიცემის უფლება და მოკვეთოს სომხეთის დეპუტატები ასამბლეის მმართველი ორგანოებიდან, სანამ არ დასრულდება აზერბაიჯანის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია”, – ნათქვამია აზერბაიჯანის დელეგაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.


აზერბაიჯანის დელეგაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი
აზერბაიჯანის დელეგაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი


ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გავა ეს დოკუმენტი კენჭისყრაზე. “ნოვოსტი არმენიის” ინფორმაციით, დეპუტატები ამ საკითხზე სავარაუდოდ, პარასკევს იმსჯელებენ. 


დღეს, 24 ივნისს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სიტყვით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიმართავს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი