ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დაესწრო

16 დეკემბერი, 2018 • 1847
ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დაესწრო

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ ესწრება. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ინაუგურაციაზე 1500 -ზე მეტი ადამიანია მიწვეული და ის თელავში მიმდინარეობს. თელავში იმყოფებიან მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, უცხოელი სტუმრები, ცნობილი სახეები და ა.შ.

ივანიშვილის ინაუგურაციაზე არყოფნის მიზეზზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. როგორც ცნობილია, ივანიშვილს ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა, რომელიც გუშინ დაკრძალეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი